вторник, 17 июля 2018 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - ,,ჩემი სოფელი''

ამ ტრენინგის საშუალებით მე ,როგორც მასწავლებელმა აღმოვაჩინე ბევრი სიახლე პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით.ამ ცხრა დღის მეშვეობით შემეძლება უკეთ წარვმართო ჩემი საქმიანობა მოსწავლეებთან და უკეთ ჩავრთო ისინი სასწავლო პროცესში.  დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

воскресенье, 15 июля 2018 г.

მე-8 დღე

 დღევანდელი დღის და მე-7 მოდულის დახმარებით ჩავუღრმავდით საკვანძო შეკითხვებს. გავეცანით მზა პროექტის გეგმების ნიმუშებს და მასში აღწერილ პროცედურებს,ასევე ფასილიტაციის ნიმუშებს.შევარჩიე  და ადაპტირება მოვახდინე,მოვარგე ჩემს პროექტს.

суббота, 14 июля 2018 г.

მე-7 დღე

მეექვსე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით;შეფასების გეგმის საბლონში შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი,რომელშიც აღვწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომელსაც პროექტის დროს გამოვიყენებ.შეფასების ფორმა მიეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებლად მართოს  თვითრეგულირებისა და თანამშრომლობითი უნარები. შევქმენით შეფასების ფორმა,რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეებში თვითრეგულირების სამართავად.
მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის შევქმენი ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო.
ვიუვერმა მასწავლა,რომ პროექტში უნდა ჩავრთო სამი ტიპის მოსწავლე: ნიჭიერი,არაქართულენოვანი და სსსმ მოსწავლე.სამივე ტიპის მიდგომებს გავეცანი წიგნში არს.რესურსებიდან და ეს მიდგომები აღვწერე გეგმის შაბლონში.

  

пятница, 13 июля 2018 г.

მეექვსე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების რუბრიკები რამდენიმე თვალსაზრისით.ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების რუბრიკები და შევქმენით ჩვენი სავარაუდო მოსწავლის ნიმუშის სეფასების რუბრიკა. ბლოგზე მოვახდინეთ ურთიერთშეფასება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის.     
 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა

воскресенье, 8 июля 2018 г.

მეხუთე დღე


     დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო,ვისწავლეთ როგორ შევინახო პრეზენტაცია დრაივში,როგორ დავიცვა საავტორო უფლებები და ყველა გამოყენებული ინფორმაცია ,ფოტო ან ვიდეო ჩავწერო საავტორო უფლებების ჩეკლისტში,იმისათვის რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. შევქმენი პრეზენტაცია და ავტვირთე ბლოგზე ,სადაც გავაკეთეთ ურთიერთშეფასება შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით და დავდეთ კომენტარები.
      მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის მიხედვით ვქმნი პრეზენტაცია მოსწავლის როლის მორგებით.



суббота, 7 июля 2018 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა როგორ გამომეყენებინა განმავითარებელი შეფასება რამდენიმე თვალსაზრისით: არსებობს 5 სტრატეგია და რომ უნდა შევაფასო  მოსწავლე  ამ ყველა სტრატეგიით, თოეული ვიუვერში განვიხილე და თავად შევქმენი ინსტრუმენტი წინარე ცოდნის შესაფასებლად, ,გავეცანი პროექტის პრეზენტაციის ნიმუშებს რაც გამომადგება საკუთარი პრეზენტაციის შექმნაში. 

пятница, 6 июля 2018 г.

მესამე დღე

დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ განვსაზღვრო სტანდარტები და მისაღწევი შედეგები პროექტით სწავლებისთვის.შევიმუშავეთ ისეთი მიზნები,რომელიც განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ასევე ვისწავლე,რომ მიზნები არ უნდა იყოს ბუნდოვანი.არამედ სპეციფიკური, მოსწავლეზე  ორიენტირებული.

воскресенье, 1 июля 2018 г.

მე-2 დღე

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   




      პირველმა მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,შევეცდები უფრო მეტედ გამოვიყენო  ისტ გაკვეთილზე,  შედეგზე ორიენტირებით  განუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარები,მოსწაავლეებს გაკვეთილის ბოლოს მივცე მყისიერი უკუკავშირი;
  გავიგე  როგორ გავაცნო სამიზნე აუდიტორიას ჩემი პროექტის პუბლიკაცია,ასევე როგორ ამოვჭრა და ავტვირთო სურათი ბლოგზე.

суббота, 30 июня 2018 г.

პირველი დღე

3 რამ, რაც დამამახსოვრდა -  დღევანდელი დღის ტრენინგის ბოლოს დამამახსოვრდა  როგორ გავხსნა ინტელის წიგნი, როგორ შევქმნა ბლოგი სადაც შევძლებ მუშაობას. 
2 რამ, რაც აღმოვაჩინე- აღმოვაჩინე რა ყოფილა 21- საუკუნის უნარები და როგორ გამოუმუშაოს და მიაღწიოს  მასწავლებელმა სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლესთან.
1 რამ, რაზეც გამიჩნდა კითხვა - ამ ეტაპზე კითხვა არ გამიჩნდა ,ვინაიდან ამომწურავი პასუხები მივიღე ბლოგის შექმნასთან დაკავშირებით ,რაც ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა.